თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები  მიმდინარეობს

31 მარტი 2019, 00:00 1302 ნახვა

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დაიწყო, რომლებსაც 5 წლიანი ვადით ირჩევენ.  194 ათას 390 საარჩევნო უბანში   57 მილიონ 58 ათას 636 ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს.  არჩევნებში თავიანთი კანდიდატები  წარმოადგინეს მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, დიდი ერთობის პარტიამ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ, ნაციონალური მოძრაობის პარტიამ, პარტია საადეთმა, კომუნისტურმა პარტიამ და პარტია სამშობლომ. 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც კი ხმების დათვლა დაიწყება. კენჭისყრის დღეს თურქეთში არ გაიყიდება ალკოჰოლური სასმელები. ამას გარდა, დაიკეტება გასართობი ცენტრები, ხოლო ქორწილები ნებადართულია მხოლოდ 18 საათის შემდეგ ისიც  განსაზღვრული წესების დაცვის პირობით.  თურქეთში მედიასაშუალებები საარჩევნო უბნების დახურვამდე არჩევნების პროგნოზების  შესახებ ახალ ამბებს არ გადასცემენ და არც კენჭისყრის მიმდინარეობას გააშუქებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი