უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე

30 მარტი 2019, 00:00 1308 ნახვა

ხვალ უკრაინა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყველა გამოკითხვის შედეგებით, 39 კანდიდატიდან სამ მათგანს აქვს გამარჯვების რეალური შანსი:მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის,  და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. დღეს კი ქვეყანაში  დუმილის დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იკრძალება ნებისმიერი სახის აგიტაცია.

საარჩევნო უბნები ხვალ ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეგზიტპოლები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში