ხულოში ცხელი გაზაფხულის მოლოდინში არიან. 19 მაისს აქ მერს აირჩევენ. მუნიციპალიტეტს ახლა მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ვახტანგ ბერიძემ გოჩა მელაძე, რეგიონში მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვეში შეცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, მაშინ ხულოს არჩეული მერი საკუთარი სურვილით გადადგა, დღეს მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი კი ქართული ოცნების მერობის კანდიდატია. ცნობილია ისიც, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერენ მხარს ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები, თუმცა ვინ არის ოპოზიციური გაერთიანების რჩეული, ჯერჯერობით არ სახელდება. სამზადისი ხულოს პოლიტიკური ციებ-ცხელებისთვის.