პატარაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

10 აგვისტო 2016, 00:00 2141 ნახვა

კიდევ ერთი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  სომხეთის გენერალურ კონსულტან  გამართა. საუბრის მთავარი თემები იყო: ვაჭრობა, ეკონომიკა, კულტურა და ტურიზმი. ელჩმა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის მზაობა გამოთქვა. სომხეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია აჭარისთვის, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. “რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია არსებობს და პარტნიორული ურთიერთობები დაძმობილებულ ქალაქებს შორის  მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს" -  აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ კონსულთან შეხვედრისას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი