1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ჩაუტარებენ

28 მარტი 2019, 00:00 4468 ნახვა

ორშაბათიდან, საქართველოში მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით ნერწყვის მეშვეობითაც შეამოწმებენ. ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში შესული ჩანაწერი ითვალისწინებს.

პოლიციას უკვე აქვს შეძენილი თრობის დასადგენი პორტატული მოწყობილობები. ანუ 1 აპრილიდან ნებისმიერი ტიპის, მათ შორის ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა კრიმინალიზებული ხდება.

ტესტი ავლენს მარიხუანის მოხმარებასაც ბოლო 8 საათის განმავლობაში. ითვალისწინებს ჯარიმას, ან 1 წლამდე ვადით პატიმრობას. კანონის ამოქმედებას ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტია „გირჩი,“ აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ მუხლმა ვერ იმუშაოს და აზრი დაკარგოს. „გირჩის“ საპასუხოდ კი ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე არა პოლიტიკურმა პარტიამ არამედ სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი