"ნატო-საქართველოს სწავლება 2019” - აქტიურ ფაზაშია

28 მარტი 2019, 00:00 913 ნახვა

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019” - აქტიურ ფაზაშია. სწავლების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კრიზისის საპასუხო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აუმჯობესებენ.  

სწავლების პროცესს გაეცნენ და მრავალეროვნული ბრიგადის შტაბი დაათვალიერეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და   ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადმირალმა  მანფრედ ნილსონმა. მათ  სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.  

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა.  წვრთნებში წელს 24 ქვეყანა მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი