ე.წ. ოცნების ქალაქში მობინადრეთა რეგისტრაცია გრძელდება, ამ დროისთვის განაცხადი ბინის მიღების მსურველმა დაახლოებით 1000-მა ოჯახმა შეავსო. ოცნების ქალაქში მაცხოვრებლები მთავრობას გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობას თხოვს. მათ შორის ისინი ფირქობენ, რომ ბინებით უზრუნველყოფის პროცესში გათვალისიწნებული უნდა იყოს პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი, მარჩენალდაკარგული და ომის ვეტერანთა ოჯახები.
უკვე ცნობილია, რომ ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია „ამხანაგობა ინჟ არქიტექტი“-ს პროექტით აშენდება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორაციით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.