ბათუმის დრამატული თეატრთან ''ერთიანი ნაციონალური მორაობის'' წევრები ბანერებით მივიდნენ. ''აჭარაში კორუფციაა'' სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, მაშინ როცა შენობაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე შედიოდნენ.
რეაბილიტირებულ თეატრში საპრემიერო ჩვენება იმართება.
ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ ფორმით სახელმწიფოს მმართველებისთვის ინფორმაციის მიწოდება სურდათ. მათი თქმით, რეგიონში ბოლო 6 წელიწადში 100 მილიონი გაიფლანგა.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ ბანერებზე ის პროექტები გადაიტანეს, რომელიც რეგიონში ვერ განხორციელდა.
''მადლობას ვუხდი მას ვინც გააკეთა თეატრი, მაგრამ სამარცხვინოა ერთი ხელით თეატრი გააკეთო, მეორეთი კი ხალხს ჯიბიდან ამოუღო ასობით მილიონი ლარი. ეს არის დანაშაული. ამიტომ თეატრის გახსნით ვერ გადაფარავენ ამ დანაშაულს'' - ამბობს რეზო ხარაზი.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.