ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ მუშაკებს მოუწოდებს გაფიცვა შეწყვიტონ

27 მარტი 2019, 00:00 1137 ნახვა

სოციალური მუშაკების ხელფასი 2020 წლიდან 1200 ლარი გახდება, - ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა იმ 4 პუნქტიანი გეგმის წარდგენის დროს განაცხადა, რომლითაც გაფიცული სოციალური მუშაკების პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. 

სამინისტროს გეგმის მიხედვით, სოციალურ მუშაკებს ე.წ. რუტინული საქმეებიც ჩამოშორდება, მათ შორის ვაუჩერის გახსნა, საქმის დარეგისტრირება. გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განაცხადა, ცენტრებში იგეგმება ფსიქოლოგების დამატება, რაც შეეხება ბენეფიციარებთან მისასვლელად ტრანსპორტიით უზრუნველყოფის საკითხს, ამ მხრივაც უკვე დაწყებულია მუშაობა და დაახლოებით, 1 თვეში ეს პრობლემა სრულად გადაწყდება.

დღესვე ცნობილი გახრდა, რომ სამინისტრომ გეგმა B შეიმუშავა და იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი არ შეწყდება და სოციალური მუშაკები არ დაუბრუნდებიან თავიანთ საქმეს, სოციალურ სააგენტოს დაემატება თანამშრომლები, რომლებიც ახლა იმყოფებიან სტაჟირებაზე. მინისტრი გაფიცულ სოციალურ მუშაკებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს და ერთად გადაწყვიტონ პრობლემები, რომელიც სოციალური სამსახურის წინაშე არსებობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი