ჩემი თავგადასავალი" - ხატვისა და ლიტერატურის კონკურსი სექტემბერში დაიწყება. პროექტში მონაწილეობა 14-დან 18- წლამდე დამწყებ პროზაიკოსებსა და მხატვრებს შეეძლებათ. გამარჯვებული ნამუშევრები კონკურსის დასრულების შემდეგ ერთ წიგნად აიკინძება. პროექტი "ჩემი თავგადასავალი" საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.