აჭარის პოლიციის უფროსის თხოვნით თეატრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

27 მარტი 2019, 00:00 2544 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრთან შეკრებილ მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მეპატრონეებს აჭარის პოლიციის უფროსი შეხვდა. კოტე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება სთხოვა, სანაცვლოდ კი საკრებულოსთან და მთავრობასთან შუამდგომლობას დაჰპირდა. ელექტრომობილების მფლობელებს უთხრა, რომ საინიციატივო ჯგუფი შექმნან, შემდეგ კი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება. 

აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის უფროსის მოთხოვნა გაითვალისწინეს და ტერიტორია დატოვეს. ისინი ამ წუთებში ბულვარის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები და ირაკლი ჯინჭარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

''გამოვიდეს დირექტორი და გაგვცეს პასუხი, რას ფიქრობს, არის თუ არა დათმობაზე წამსვლელი. 6 პუნქტიანი მოთხოვნა გვაქვს მთავრობაში შეტანილი, პასუხებს ველოდებით'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ჯემალ სურმანიძემ. 

ელექტრომობილების მეპატრონეები დღეს დილით ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი