სოციალური მუშაკების გაფიცვა გრძელდება. ბათუმის სოციალური სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობს აქცია კი 14 საათზე განახლდება. მათი მოთხოვნები უცვლელია. თანამშრომლების დამატება, ხელფასის გაზრდა, სამუშაო პირობების შექმნა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესებზე დასწრების ვალდებულების გაუქმება.
სოციალურ მუშაკებს პროფკავშირების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით 50 სოციალური მუშაკი დაემატება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოცმუშაკები კი ამბობენ, რომ ეს რესურსი საკმარისი მაინც არ იქნება.