ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

26 მარტი 2019, 00:00 14321 ნახვა

ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის დროს ერთ ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაზარალებულს პირველადი დახმარება უტარდება. 

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის (09:00)წინ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ამავე კატეგორიაში