ხელვაჩაურის სოფლებში ორთაბათუმსა და ყოროლისთავში მოსახლეობას მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, წყლის სისტემის გამართვა და გაზიფიკაცია დაასახელა მოსახლეობამ მთავარ პრობლემებად - პროგრამით გამოყოფილი თანხების ძირითადი ნაწილი გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.
მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლისთვის 20 ათასი ლარია გამოყოფილი. შეხვედრები უკვე გაიმართა ექვს სოფელში.