კურორტ გოდერძზე დამსახურებული სპორტსმენის როსტომ აბულაძის სახელობის სათხილამურო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში შუახევისა და ხულოს სპორტსკოლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
სამ ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილებზე გასული მოთხილამურეები მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მსგავსი სახელობის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა. შეჯიბრება აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.