ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით პოლიციამ ქუთაისში 40 წლამდე ასაკის პირი დააკავა. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.