სკანდალური ოქროს ბეჭდები

09 აგვისტო 2016, 00:00 4925 ნახვა

ოქროს ბეჭდები და შესაძლო დანაშაულის ნიშნები.   “ეს არ იყო წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სპეციალური აქცია” - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.  “ჩვენ ვერ დავარღვევდით ტრადიციას” - ეს  ხულოს გამგებლის სიტყვებია, რომელიც ირწმუნება, რომ  მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელს თანხა ერთი ბეჭდის შესაძენად  გამოიყო.  უწყებამ ასევე გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ინფორმაცია პროგრამისა და სამკაულის შესყიდვის შესახებ. ირკვევა,  რომ მუნიციპალიტეტის მიერ ერთი ბეჭედია შეძენილი. შესაბამისად, უცნობია ვინ გადაიხადა ფული მეორე ოქროს ნივთში.  ფაქტის დეტალური შესწავლა  აუდიტის სამსახურმა დაიწყო.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი