,,ახალი სკოლის” მოდელში ჩართული სკოლების დირექტორებს შეხვდა განათლების მინისტრი. მიხეილ ბატიაშვილი მათ პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.