იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

20 მარტი 2019, 00:00 1193 ნახვა

მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა დღეს საქართველოს პარლამენტში თეა წულუკიანი. პლენარულ სხდომაზე მინისტრი 45-წუთიანი მოხსენებით წარსდგა და იუსტიციის სამინისტროში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ თეა წულუკიანს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუსვეს მწვავე კითხვები, მათ შორის იყო მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მინისტრის მოსაზრების მოსმენის სურვილი. კითხვა ეხებოდა მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული დაპირისპირების საგანსაც - ეს აინტერესებდა არამარტო ოპოზიციას, არამედ მმართველ გუნდსაც. მოხსენება და კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომელიც ნახევრად დაცლილ დარბაზში გაგრძელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი