მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ. თეა წულუკიანი ყურადღებას სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე გააკეთებს. საპარლამენტო უმრავლესობას მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ექნება კითხვები. კითხვები ექნება საპარლამენტო ოპოზიციასაც. რომლებიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხება.
დეპუტატები ასევე დაინტერესდებიან, რა იყო თეა წულუკიანსა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოების მიზეზი.მიმდინარე კვირას პარლამენტარები კიდევ ორ მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ელოდებიან. კვირის ბოლოს კი, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივა.