საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადება

19 მარტი 2019, 00:00 3634 ნახვა

გვინდა გამოვეხმაუროთ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის მიმართ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით გამოხატულ, თანამდებობის პირისთვის შეუფერებელ ქმედებებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიგვაჩნია, რომ მედიას ეკისრება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ზოგადი და სრული ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ორგანოებმა გონივრულ ფარგლებში ხელმისაწვდომი უნდა გახადონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის მიუღებელია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა და შეურაცხყოფა ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიც არჩეული მერია. ცნობისთვის, მანამდე ხელვაჩაურის მერის მომართვის საფუძველზე, მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭომ თეონა ხარაბაძის სიუჟეტის განხილვა დაიწყო, საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. მოვუწოდებთ ხელვაჩაურის მერს, მაუწყებლის მიმართ პრეტენზიის შემთხვევაში, იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმებით და გამოიყენოს თვითრეგულირების არსებული მექანიზმები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი