მთაში სამუშაოდ წასულ პედაგოგს შესაძლოა მიწის ნაკვეთი გადაეცეს

18 მარტი 2019, 00:00 3209 ნახვა

მაღალმთიან სოფლებში სამუშაოდ წასულ პედაგოგებს წახალისების მიზნით, შესაძლოა, მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადაეცეთ. სიახლის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, თუმცა ინიციატივას ჯერ საკანონმდებლო სახე არ აქვს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თქმით, მთაში სამუშაოდ წასულ პედაგოგს, სარგებლობაში გარკვეული ქონება უნდა გადაეცეს, რომელიც შემდეგ მისი საკუთრება გახდება.

„ასეთ ვარიანტზეც გვქონდა მსჯელობა, რომ მასწავლებელი სოფლად და მაღალმთიან რეგიონში თუ ჩავა, მას მივცეთ კარმიდამო, მივცეთ ნაკვეთი და პირუტყვი, რომ მას ჰქონდეს ეს ყველაფერი. რამდენიმე წლის მერე კი გადავიდეს პირად საკუთრებაში. ეს ინიციატივა იყო და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს საქმეში გადავა. ამაზე გვქონდა საუბარი მინისტრთან“ – ამბობს ნუკრი ქანთარია.

მაღალმთიან რაიონებში პედაგოგების დეფიციტია. უფრო კონკრეტულად კი სკოლებში უცხო ენებისა და ტექნიკური საგნების მასწავლებლების ნაკლებობაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი