სარფში მოქალაქეები ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების მალულად შემოტანას ცდილობდნენ

18 მარტი 2019, 00:00 1807 ნახვა

სარფში 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობანი ამოიღეს. მოქალაქეები ძვირფასი ლითონის ნივთების საზღვარზე მალულად შემოტანას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა  ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის სულ სამი ფაქტი გამოავლინეს, ნაკეთობების საბაზრო ღირებულებამ კი 240 000 ლარი შეადგინა. 

''გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები'' - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში