ბათუმის მერია ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და პრევენციის პროგრამას აგრძელებს. პროგრამას დაემატა 25-30 წლის ქალებისთვის ელასტოგრაფია და სხვა გამოკვლევები, წელს პირველად ამოქმედდა ფილტვის კიბოს სკრინინგი.
მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი დამატება აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან ფილტვის კიბო ბათუმის მოსახლეობისთვის ერთ -ერთი მწვავე პრობლემაა.