იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის პროექტზეც იმსჯელეს და მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ მათ წინადადებებს გაითვალისწინებენ. წინადადების მთავარი მიზანი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმის შეცვლა და კონკურსის დანიშვნაა.
მანამდე კი ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს, რასაც ხმაური მოყვა. ოპოზიციის კანონპროექტის მთავარი პრინციპი იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის კანდიდატის დასახელების უფლების ქონაა.