აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულები ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამების საკათედრო ტაძრიდან ნეშტები ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაო გადაასვენეს.
თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამშობლოს გმირების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა. სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა.