რა ხდება ხურვალეთში?

16 მარტი 2019, 00:00 1626 ნახვა

ხურვალეთში სიმშვიდეა, ჟურნალისტებმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც გუშინ გადაადგილება შეზღუდული იყო. გუშინ პირობით საზღვართან თავი მოიყარეს სამოქალაქო აქტივისტებმა, სამართალდამცველებმა და მედიის წარმომადგენლებმა. სიტუაციას აკვირდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, რუსული საოკუპაციო ძალების შესვლის შესახებ ინფორმაცია მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სოციალური ქსელით გაავრცელა. რუსი სამხედროების მხრიდან  დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი