ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ფერმწერ თამარ ლომიძის საიუბილეო, პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ამჯერად დამთვალიერებელს მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი 33 ნამუშევრის ნახვა შეეძლება. ბავშვობის მოგონებები და ძველი თბილისი - აკვარელით, ტიპოგრაფიული საღებავებით, აკრილით, ზეთით და ტუშითაა გაცოცხლებული.
თამარ ლომიძის შემოქმედებაში ბევრია საკუთარი ლექსების მიხედვით შექმნილი მხატვრული ტილო, რომელთაგან ერთ-ერთი ბათუმის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დარჩება. მხატვარმა, მუზეუმს „ტყე ნისლში“ უსახსოვრა. თამარ ლომიძის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში 30 მარტის ჩათვლით იქნება გამოფენილი.