ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შევიდნენ - ინფორმაციას სუს-ი აზუსტებს

15 მარტი 2019, 00:00 3419 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით რუსული საოკუპაციო ძალები შევიდა. 

ამის შესახებ მოქალაქე ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში, 14:04 წუთზე  დაწერა. 

"SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.მოგვხედეთ, გვიშველეთ.!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში" - წერს მოქალაქე და მისი თქმით, იქ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

მოგვიანებით ლუდა სალია ტვპირველს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ოკუპანტებს ყველა სტრატეგიული ობიექტი დაკავებული აქვთ. "ძალიან ცუდი მდგომარეობა, სოფლის ბოლოს დაიკავეს რუსებმა. მოსახლეობის სამ ბაღში არიან შესულები, დგანან ავტომატებით, შეიარაღებულები, ნიღბები აქვთ გაკეთებული, მთელი ეზოს პერიმეტრზე დგანან. ზოგ ადგილზე სამია, ზოგ ადგილზე ხუთი და ათი, ყველა სტრატეგიულ ადგილზე არიან. ბევრად აქეთ წამოვოდნენ მავთუხლართებიდან. სოფლის ბოლო უბანი დაკავებული აქვთ" - განაცხადა ლუდა სალიამ. 

აქტივისტი გიგა მაქარაშვილმა ფეისბუქის ლაივი ხურვალეთის გადასახვევიდან ჩართო, სადაც ამბობს, რომ ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ და მოქალაქეებს იმ მიმართულებით არ უშვებენ.  

ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი არ გაუკეთებიათ და ამბობენ, რომ აზუსტებენ ინფორმაციას. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა შსს და თავდაცვის სამინისტროს, დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე არც ერთ სხვა უწყების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი