ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.