ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

14 მარტი 2019, 00:00 1153 ნახვა

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს  ყელზე დაზიანებები აღენიშნება.  ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 5 საათზე მეტხანს უტარდებოდა. მისი ინფორმაციით, არის თოკის კვალიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.  ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი