აჭარაში, თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქალაქეები უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.
ამოღებულია 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
უაქციზო პროდუქციის ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.
''სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით'' - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.