გმირთა ხეივანში ღია მუზეუმის მოწყობა იგეგმება - ამის შესახებ ქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით, თვითმმართველობაში ხეივნის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას მალე დაიწყება და მის შემუშავებაზე გამოცხადდება კონკურსი.
ბაგრატიონისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს შორის, გმირთა ხეივანი დაახლოებით 7 წლის წინ გაკეთდა. ხეივანში საზოგადო მოღვაწეების მემორიალური დაფებია განთავსებული.