თამარ მეფის გზატკეცილზე ასფალტ-ბეტონის საფარს აგებენ, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გზის ერთ ზოლში შეზღუდულია. ქალაქის თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გზა სამ დღეში, სამუშაოების დასრულებისთანავე გაიხსნება.
პროცესი დღეს მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა დაათვალიერეს. ისინი ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავეს.