საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრი დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადებები განიხილეს. საუბარი იყო ინტერპარტიული ჯგუფის 5-პუნქტიან მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება.