პოლიციელის მკვლელობისთვის 20 წლიან სასჯელს ოჯახი ქუჩის გადაკეტვით აპროტესტებს

12 მარტი 2019, 00:00 1811 ნახვა

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. გზის ერთ ზოლში მოძრაობა დროებით შეფერხებულია. 

ბუტა ანთაძის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ამბობენ, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრაც სურთ. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. 

მოსამართლემ მუხაესტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წელი მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილება, დღეს გამოაცხადა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი