​პარასპორტსმენები „ საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ 38 მედლით დაბრუნდნენ

12 მარტი 2019, 00:00 1360 ნახვა

აშშ-ში, პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე გამართულ „საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან“ დაბრუნებული  დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი საქართველოში 38 მედლით დაბრუნდა. პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი დახვდა.

ქართველმა სამხედროებმა  სპორტის 8 სახეობაში წარმატებით იასპარეზეს. აიღეს  20 - ოქროს, 10 - ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მებრძოლებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მეხუთედ მიიღეს.

ამავე კატეგორიაში