ცნობილია, რომ 0-15 წლამდე მოზარდებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის შემთხვევები საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. თუ 2012 წელს 183 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2017 წელს ამ რიცხვმა 649-ს მიაღწია.
გაზრდილია ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული, გონებრივი ჩამორჩენილობა და ფსიქიკური განვითარების დარღვევები, ასევე ქცევითი და ემოციური აშლილობები. ფსიქიატრები მონაცემებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, მათ შორისაა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა.