ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ორ-სამ წელში აზიურ ფაროსანას დამარცხება შესაძლებელი იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი. საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები ესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც რომში სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კომისიის სხდომაზე განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება. გასულ წელს აჭარაში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სამუშაოები 523 სოფელში ჩატარდა.