რატომ სცემა შვილმა დედა? მომხდარის მიზეზებზე ოჯახის წევრებსა და მეზობლებს „მთავართან“ საუბარი არ ისურვეს. გუშინ საღამოს ბათუმში შვილმა დედას სცემა,შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მოძალადე წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. რაც თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საცხოვრებელთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.