შეიქმნება თუ არა “თიბისი ბანკის“ საქმეზე საგამოძიებო კომისია?

10 მარტი 2019, 00:00 1382 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა „თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ სადავო ტრანზაქციის საკითხს გამოძიება სწავლობს და ამ ეტაპზე ამ უფლებამოსილების პარლამენტისთვის გადაბარება არასერიოზული ნაბიჯია. დადგენილების პროექტი, რომელიც “თიბისი“ ბანკსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტს ხვალ წარედგინება. 

პროექტი კომისიის შექმნის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოამზადეს. „პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა "თიბისი ბანკზე“. ამავე  სხდომაზე მან შინაგან  საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მისი მოადგილე - შანტაჟში.

ამავე კატეგორიაში