ცეცხლსასროლი  იარაღით  დაჭრილი  30  წლის  კაცი   რეანიმაციულ  განყოფილებაშია

10 მარტი 2019, 00:00 2295 ნახვა

ამ დრომდე რეანიმაციაში  რჩება, ხელვაჩაურში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა. მას ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ბარძაყის არეში   მიყენებული ჭრილობით 30 წლის კაცი რეფერალურ საავადმყოფოში გუშინვე მოათავსეს. შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე,  შუადღისას მოხდა.

შინაგან საქმეთა  სამინისტროში გვითხრეს, რომ  დაჭრის ფაქტზე უწყებაში ინფორმაცია  არ  შესულა და  მომხდარზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო,  რაც სამართალდამცველებმა  სავარაუდოდ,  ნატყვიარი მანქანა ნახეს, დაჭრილი  ახალგაზრდის   კლინიკაში გადაყვანა დადასტურდა. უწყების ცნობით, საქმე   სისხლის სამართლის  კოდექსის  ორი მუხლით    აღიძრა, რაც იარაღის უკანონო  შეძენა - შენახვას და  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე  დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი