ხელვაჩაურში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

09 მარტი 2019, 00:00 7202 ნახვა

30 წლის   კაცი  დაჭრეს ცეცხლსასროლი  იარაღით  ხელვაჩაურში. ბარძაყის არეში  მიყენებული ჭრილობებით  იგი  ბათუმის  რეფერალურ  საავადმყოფოში  გადაიყვანეს, ოპერაცია   ფეხზე  მას უკვე  ჩაუტარდა, ამჟამად   კი რეანიმაციულ განყოფილებაშია  მოთავსებული.  მკურნალი ექიმის ინფორმაციით,  დაჭრილი  ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი  კლინიკაში  სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ მიუყვანია.

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე  შუადღისას მოხდა. შინაგან საქმეთა  სამინისტროში გვითხრეს, რომ  დაჭრის ფაქტზე უწყებაში ინფორმაცია  არ  შესულა და  მომხდარზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო,  რაც სამართალდამცველებმა  სავარაუდოდ, ნატყვიარი მანქანა ნახეს,  დაჭრილი  ახალგაზრდის  კლინიკაში გადაყვანა დადასტურდა. უწყების ინფორმაციით, საქმე   სისხლის სამართლის  კოდექსის  ორი მუხლით    აღიძრა, რაც იარაღის უკანონო  შეძენა - შენახვას და  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე  დაზიანებას გულისხმობს.

ტერიტორიაზე იქ, სადაც ნატყვიარი მანქანა აღმოაჩინეს, სამართალდამცველები მუშაობენ. სავარაუდო ინციდენტის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, თუმცა მოხდა თუ არა ადგილზე გასროლა, ჯერ - ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით,  შესაძლოა ავტომობილი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სროლის შემდეგ დატოვეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი