რა შეიცვალა 2011 წლიდან დღემდე განათლების სფეროში?

09 მარტი 2019, 00:00 1340 ნახვა

„ რა შეიცვალა 2011 წლიდან დღემდე განათლების სფეროში“ თემაზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ოფისში ახალი საქართველოს წევრმა ნანა ტოხვაძემ  პრეზენტაცია გამართა.  ის „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს უარყოფითად აფასებს.  ნინო ტოხვაძის განცხადებით კითხვები აქვს პრემიერის მიერ დაანონსებულ საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების „  ხელისუფლების პირობებში მოქალაქეები გაორმაგებულ თანხებს სასკოლო განათლების ხარისხისა და სანდოობის გაუარესებისთვის იხდიან. 

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამბიციური გეგმა აქვს, განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია მოახდინოს და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქართული სკოლა დააფუძნოს.განათლების სექტორის სახელმწიფო დაფინანსებაზეც გაამახვილა ყურადღება.

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე მთავრობა დაახლოებით მილიარდ 600 მლნ ლარს გაითვალისწინებს, 2020 წელს კი ეს თანხა ის 2 მილიარდი 2021 წელს - ორ მილიარდ ნახევარი,  2022 წელს კი 3 მლრდ 400 მლნ ლარს გაუტოლდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი