ფინანსთა სამინისტრო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ტექსტში წერია თუ არ დადასტურდა "ფრესკოს“ დამფუძნებლის ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, სოფრომაძისგან მოითხოვოს საჯარო ბოდიში.
ვასილ სოფრომაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახური. როგორც აღნიშნა ხელისუფლება კონკურენციის წესებს არღვევს და მის კომპანიას არათანაბარ პირობებში აყენებს. მისივე მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებიდან პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ,“ მას კი ამის დამადასტურებელი კადრები აქვს.