ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ბათუმის მერიაში განაცხადების მიღება დაწყებულია. კონკურსში მონაწილეობა ბათუმში რეგისტრირებულ წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ. აპლიკანტებმა საბუთები 29 მარტამდე უნდა წარადგინონ, გამარჯვებულები კი აპრილში გამოვლინდებიან.
დაინტერესებულ პირებს საჭირო ინფორმაციის მიღება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ. პირველ სემესტრში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სტუდენტი 800 ლარიან სტიპენდიას მიიღებს. პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 100 000 ლარია გამოყოფილი.