თბილისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები გატაცებული ავტომობილით მიიმალნენ

08 მარტი 2019, 00:00 1675 ნახვა

თბილისში, "საქართევლოს ბანკის" გლდანის ფილიალი დააყაჩაღებიც მცდელობა ჰქონდათ. ნირბიანი პირები ბანკში შევიდნენ, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს. შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 „ინტერპრესნიუსის“  ინფორმაციით, თავდამსხმელებმა „სუზუკის“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით თავის შეყვარებულთან ერთად იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ისინი მანქანიანად გაიტაცეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, - წერს საინფორმაციო სააგენტო. 

შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული, 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც საკუთარი მანქანიანად გაიტაცეს, მოგვიანებით კი, ბანკის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ადგილზე ჩამოაგდეს, ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ადგილზე 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს, რომელიც პოლიციასა და დამყაჩაღებლებს შორის მოხდა.  დაზიანებულია საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

"შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი