სპეცრაზმელების დაკითხვა

08 აგვისტო 2016, 00:00 3027 ნახვა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარე დღეს  ყოფილ სპეცრაზმელებს დაკითხავს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა  სპეცრაზმელმა  პროცესზე განაცხადა,   2006 წლის 12 იანვარს სპეცდანიშნულების რაზმი ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა უშუალოდ სპეცოპერაციაში სპეცრაზმის არცერთ წევრს მონაწილება არ მიუღია. მოწმის   თქმით, ადგილზე ბრალდებული გიორგი დგებუაძე, შალვა თათუხაშვილი, გურამ დონაძე, დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი და მეგის ქარდავაც იმყოფებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი