აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებთან შეხვედრას სამომავლოდაც გეგმავს.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება. მისი განცხადებით, დაგეგმილია ზონალური საბჭოს შემადგენლობის გაძლიერებაც.
მთავრობის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ბულვარში გასეირნებასაც აპირებს.