ავარიული და სწავლისთვის შეუფერებელი სკოლები გადაიღო დღეს სოფო შავაძემ. ერთ-ერთი ასეთი სკოლა ქედქედში მდებარეობს, სადაც გასულ კვირას ერთ-ერთ კლასში იატაკი ჩავარდა, ცოტა უფრო ადრე კი ამავე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა.
სკოლა სამინისტროს იმ სიაში აქვს, რომლებსაც მალე ახალი შენობებით ჩაანაცვლებენ. ქედქედთან ერთად კიდევ 5 სკოლის მშენებლობა იგეგმება წელს აჭარაში, დარჩენილი 8 სკოლა კი მომდევნო წლებში უნდა აშენდეს.
დავინტერესდით რის მიხედვით საზღვრავს მთავრობა პრიორიტეტულ მშენებლობას, გვითხრეს რომ სამინისტრო 2012 წელს შედგენილი სიით და გრაფიკით ხელმძღვანელობს.